Category Archives: ტურიზმი

ლა რიოხას მარანი

ლა რიოხას რეგიონი განთქმულია თავისი ღვინოთი და მარანით, რომლებიც არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. ქალაქ აროში უამრავი მარანია (“ლოპეს დე ერედია”, “რამონ ბილბაო”, “ლა რიოხა ალტა”, “მუგა”, “პატერნინა” და ა.შ) და თითქმის ყველა მათგანი მდებარეობს ბარიო დე ლა ესტასიონის უბანში.

ლა რიოხას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი მარანი”ბილბაინაა”. იგი ჯერ კიდევ 1901 წელს იყო დაფუძნებული და ცნობილია ისეთი ღვინოებით, როგორიცაა “ვინია პომალ” (Viña Pomal ) და ვიკალანდა (Vicalanda). მარანში შესვლის ფასი 8 ევროა. ამაში შედის: გიდის მომსახურება და 3 მარკის ღვინის დაჭაშნიკება.

როგორც წესი ყველა მარანს აქვს თავისი სადეგუსტაციო დარბაზი (la sala de cata), სადაც ნებისმიერ მსურველს გააჩნია ღვინის დაჭაშნიკების და შეძენის შესაძლებლობა. ლა რიოხას ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი სადეგუსტაციო ბარი “ლოპეს დე ერედია-ვინია ტონდონიას” (López de Heredia-Viña Tondonia) მარანშია. შუშის ბარი მოდერნის სტილშია გაკეთებული და დეკანტერის ფორმა აქვს.

“ლუბერი”- საოჯახო მარანია, რომელიც ელსიეგოში მდებარეობს. ცნობილია თავისი საუკეთესო ღვინოებით: თეთრი “სური” , “სეის”, “ბიგა”, “მონხე ამესტოი”, “სეპას ბიეხას”.