შეხვედრა ალკალის ბიზნეს კომპანიებთან

ალკალის ბიზნეს ასოციაცია AEDHE-ნთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ,
20 თებერვალს მის ოფისში გაიმართა ბიზნეს შეხვედრა.

ესპანურ კომპანიებს საქართველოს ბიზნესგარემო, ბიზნეს ასოციაცია ესპანურ ქართული სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა-მიგელ კამბამ გააცნო.

“საქართველო განვითარებადი ქვეყანაა,სტაბილური და უსაფრთხო.
მსოფლიო ბანკმა ბოლო გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების სამართლებრივ და ეკონმიკურ უსაფრთხოებას ამ ქვეყანაში.ასევე აცხადებს ,რომ საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივით და ღია ბაზრით 21-ე ადგილზე.
ამ განვითარებადი ქვეყნის ზრდის ტემპი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს ჩვენს კომპანიებს ,რათა აქ განავითარონ თავიანთი მცირე თუ საშუალო ბიზნესი.
.
ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულება, მომავალი ინტეგრაციისკენ აღებული გეზი,იძლევა სტაბილურობის გარანტიას,აიძულებს ამ ქვეყანას ეტაპობრივად მოერგოს ევროპულ წესებს.გარდა ამისა ,მას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ევროპის სხვადასხვა პროგრამებში.
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ამბიციური ,სტრატეგიული გეგმა ქვეყნის მოდერნიზაციისა,ინფრასტრუქტურის განახლებისა და მრავალი სექტორის ხელახალი ინდუსტრიალიზაციისა.სწორედ ეს სტრატეგიული გეგმაა ერთ ერთი,რაც სხვადასხვა დარგში საქმიანობის განვითარების საშუალებას მისცემს ჩვენს კომპანიებს .

Captura de pantalla 2015-02-20 a las 14.18.59

ენერგეტიკის სექტორი-არასრულფასოვანია, მაგრამ ქვეყანას აქვს უხვი წყლის ნაკადები რათა აწარმოს ჰიდროელექტროენერგია.

სოფლის მეურნეობა- რომელიც საჭიროებს ტექნიკას, ინსტრუმენტებს, ხელსაწყოებსა და მეთოდოლოგიას.
გზები,მილსადენები,საამშენებლო მასალები,ტურიზმი-ეს ის სექტორებია რომელთა განვითარებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ესპანურ კომპანიებს.
ყოველივე ამას უნდა დაემატოს ის განსაკუთრებული სიმპატია, რაც ქართველებს ესპანეთის მიმართ აქვთ.
ყოველთვის ახსენებენ ჩვენს საერთო წარმომავლობას,რომ ისინი ჩრდილოეთ იბერიელები და ესპანელები სამხრეთ იბერიის წარმომადგენლები არიან ,რის გამოც მათთვის ესპანელი ხალხი განსაკუთრებულად ღირებულია,შესაბამისად ფასეული ესპანური კომპანიები.“

Deja un comentario

Tu dirección de correo electrónico no será publicada. Los campos obligatorios están marcados con *