ლუდის დამზადების კურსები

ლუდის მოყვარულებს გეძლევათ საშუალება ესპანეთის ერთ ერთ სოფელში (ვალდემანკო)  გაეცნოთ ლუდის დამზადების საიდუმლოებას და თავად მიიღოთ მონაწილეობა მის დამზადებაში.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეგეძლებათ სახლის პირობებში თავად მოამზადოთ ლუდი,ისევე როგორც ამზადებდნენ ევროპის ძველ ლუდხანებში.

ასევე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ესტუმროთ ევროპაში  ლუდის წარმოების ერთ ერთ მსხვილ საწარმოს -Mahou.

გაეცნოთ წარმოების ტექნოლოგიას და დააგემოვნოთ  ლუდის სხვადასხვა სახეობა.

ნახავთ ესპანურ მარნებს და ესპანელ გლეხებთან ერთად დააგემოვნებთ ესპანურ ღვინოსაც.

პროგრამის ნაწილია ფლამენგოს საღამო (ვახშამთან ერთად)

მადრიდთან ერთად დაათვალიერებთ ისტორიულ ტოლედოს და სიგუენსას.

პროგრამა 6 დღიანია.

( ფასი 410 ევრო (არ შედის ავიაბილეთის ხარჯები))

 

Deja un comentario

Tu dirección de correo electrónico no será publicada. Los campos obligatorios están marcados con *