ქართულმა დელეგაციამ ალკალის უნივერსიტეტი მოინახულა

თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, მერიის განათლების და კულტურის განყოფილების და საკონკურსო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა კონკურსი ახალგაზრდა პოეტების, პროზაიკოსებისა და მთარგმნელებისთვის.
სამი გამარჯვებული ახალგაზრდა: გიორგი შარვაშიძე, ჯუმბერ ხაინდრავა, ნიკოლოზ ლომიძე აპრილის თვეში ესპანეთს ეწვია.

გამარჯვებულებთან ერთად იყვნენ:
კონკურსის ჟიურის წევრი,საქართველოს მთარგმნელთა და თარჯიმანთა ასოციაციის პრეზიდენტი,მწერალი მანანა დუმბაძე,
მწერალთა კავშირის თავჯდომარე მაყვალა გონაშვილი,
კულტურისა და განათლების დეპარტამენტის უფროსი შოთა მაღლაკელიძე,
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავჯდომარე ნეკა სეფისაკვერაძე,
თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ფიქრია ბუხაიძე.

Captura de pantalla 2014-11-27 a la(s) 10.23.31

ასოციაცია „იბერიის“ ორგანიზირებით ქართული დელეგაცია ეწვია ალკალის სერვანტესის სახელობის უნივერსიტეტს.
ასევე ქალაქ გვადალახარაში დელეგაციას შეხვდაქალაქის მერი და  მისი მოადგილეები.გაიმართა  შეხვედრები ქალაქ სიგუენსისა და ხადრაგის მერიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განიხილული იქნა უკვე დაწყებული და ასევე სამომავლო,ერთობლივი პროექტები.
აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობა საფუძველს ჩაუყრის თბილისისა და ესპანეთის ამ ისტორიულ ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობას.როგორც კულტურის დარგებში,ასევე სხვადასხვა სფეროებში.

Captura de pantalla 2014-11-27 a la(s) 10.23.57

Deja un comentario

Tu dirección de correo electrónico no será publicada. Los campos obligatorios están marcados con *