ქართველი სტუდენტები იანვრიდან ალკალის უნივერსიტეტში ისწავლიან

ალკალის უნივერსიტეტმა წლის განმავლობაში  საქართველოს რამოდენიმე უნივერსიტეტთან გააფორმა მემორანდუმი.

მემორანდუმის მიხედვით წელიწადში 3  ქართველი სტუდენტი (თითო უნივერსიტეტიდან)  უფასოდ ისწავლის ესპანეთში.ასევე საქართველოში გაივლიან პრაქტიკას ესპანელი სტუდენტები.

ჩვენმა ორგანიზაციამ ალკალის უნივერსიტეტთან ერთად გადაწყვიტა საახალწლო საჩუქარი გაეკეთებინა ქართველი სტუდენტებისთვის და ამერიკული პროგრამა Loyola-ს დახმარებით  მათთვის  სწავლა იანვრის დასაწყისიდან დაიწყება.

პროგრამაში შეიძლება იმ სტუდენტების ჩასმაც,რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტებს არ მიეკუთვნება.მათ მოუწევთ თითო საგანში 200 ევროს გადახდა. (სემესტრის განმავლობაში შეუძლიათ ერთი  საგანი გაიარონ, ან რამდენაც თავად აირჩევენ.)

Captura de pantalla 2014-12-16 a la(s) 16.41.26

პარალელურად სტუდენტებს შეუძლიათ იარონ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული  ესპანური ენის კურსებზე .(რომლის ფასია თვეში 30 ევრო)

ასევე უნივერსიტეტი  წელიწადში ერთხელ სტუმრად მოიწვევს ქართველ ლექტორს,რომელიც ერთი თვის განმავლობაში ლექციებს წაიკითხავს  ალკალის უნივერსიტეტში.(ხელფასსაც თავად უნივერსიტეტი გადაუხდის)

ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენს გვერდზე მითითებულ მისამართზე ან დაუკავშირდეთ ანა მარიამ ტურაშვილს 577 58 88 58,anako.t@hotmail.com

 

Deja un comentario

Tu dirección de correo electrónico no será publicada. Los campos obligatorios están marcados con *