თანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის რეგიონთან

ბიზნეს ასოციაცია ესპანურ -ქართული სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი ქეთი გორგილაძე აჭარის რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის თანაშემწეს-ხათუნა ნაყეურს შეხვდა.შეხვედრაზე განხილული იქნა აჭარის რესპუბლიკის გვადალახარას პროვინციასთან შესაძლო თანამშრომლობის ვარიანტები.
ივნისის თვეში ბათუმში ბიზნესთანამშრომლობის მისიით ჩასულმა ჩვენი ორგანიზაციის პრეზიდენტმა,მიგელ კამბამ აჭარის მთავრობის თავჯდომარეს-არჩილ ხაბაძეს ურთიერთთანამშრომლობაზე ესპანური მხარის სურვილი დაუფიქსირა,რაზედაც საპასუხო თანხმობა მიიღო.
ქალბატონ ხათუნასთან შეხვედრაზე შერჩეული იქნა ხელშეკრულებისა და პროექტის ფორმა,რომელიც შემდგომში საშუალებას მისცემს ორივე მხარეს განავითაროს ინტერესები,როგორც ეკონომიკურ და კომერციულ,ისე კულტურის ფარგლებში.

Captura de pantalla 2014-11-10 a la(s) 19.36.19
 საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ესპანელი ინვესტორებისათვის,აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, შეთანხმება ამ ორ რეგიონს შორის მეტად მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება.

Deja un comentario

Tu dirección de correo electrónico no será publicada. Los campos obligatorios están marcados con *