ალკალის უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს ორმაგი დიპლომის აღების პერსპექტივას სთავაზობს

6 სექტემბერს, ქართულ-ესპანური ასოციაციის “იბერია”ს ორგანიზებით, ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი შეხვდა – ალკალის, სერვანტესის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე რექტორს ,საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში , ელენა ლოპეს დიას დელგადოს.
შეხვედრაზე გამოითქვა ორმხრივ ურთიერთობათა სურვილი.
ქართველ სტუდენტებს, თავიანთივე სპეციალობით გარკვეული ვადით ესპანეთში სწავლის შემთხვევაში, ქალბატონი ელენა სთავაზობს ორმაგი დიპლომის აღების პერსპექტივას.
მწერალმა დათო ტურაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა, იმ საჭიროებაზე და დაინტერესებაზე, რასაც ქართველი ახალგაზრდები იჩენენ ესპანეთის მიმართ. ესპანური დიპლომი( იგივე ევროპული) ხელს შეუწყობს ქართველების ევროპულ ინტეგრაციას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალკალა დე ენარესის უნივერსიტეტთან პარტნიორობა, გაცვლითი პროგრამები. ეს არის ევროპაში, ერთ- ერთი უძველესი,მძლავრი და სახელოვანი უნივერსიტეტი და აქ მოხვედრა და სწავლა,მეტად პრესტიჟულია ქართველი სტუდენტებისთვის – გვითხრა შეხვედრის შემდეგ ბატონმა ტურაშვილმა.
ქალბატონ ელენა ლოპესთან შეხვედრის შემდეგ, ქართველი მწერალი ბასკეთისკენ გაემგზავრა;სადაც იგი ბასკეთის ტურისტული დეპარტამენტის ორგანიზებით, მონაწილეობას მიიღებს ტურისტულ პროგრამაში.
ბასკეთი უნდა დაგვათვალიერებინონ. უნდა გავაკეთოთ გადაცემა,რადიოთი და ტელევიზიით ბასკეთის შესახებ,რათა უფრო მეტი და მრავალნაირი კონტაქტები – კულტურულიც და საზოგადოებრივი, დამყარდეს საქართველოსა და ბასკეთს შორის. თუმცა ჩვენთვის , არა მხოლოდ ბასკეთთან,არამედ მთელს ესპანეთთან მნიშვნელოვანია ამ კონტაქტების დამყარება.ამიტომ,ალკალის უნივერსიტეტის შემოთავაზება მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანია – თქვა გამგზავრების წინ დათო ტურაშვილმა.

Deja un comentario

Tu dirección de correo electrónico no será publicada. Los campos obligatorios están marcados con *