ალკალის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული საქართველოს უკვე ხუთ უნივერსიტეტს აქვს გაფორმებული

ჩვენი ორგანიზაციის პრეზიდენტი,მიგელ კამბასი,რომელიც ალკალის უნივერსიტეტის პროფესორია ეკონომიკის,ბიზნეს და ტურიზმის ფაკულტეტებზე,დაინიშნა ამ უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის კოორდინატორად.
საქართველოში კი ალკალის უნივერსიტეტის წარმომადგენელი იქნება ანა მარიამ ტურაშვილი.
უნივერსიტეტებს შორის უკვე ჩამოყალიბდა პარტნიორობა და დაწყებულია მუშაობა სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით პროგრამებზე.
სერვანტესის სახელობის ალკალის უნივერსიტეტი ერთადერთია ესპანეთიდან ,რომელსაც საქართველოს რამოდენიმე სასწავლებელთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ეს პროცესი კიდევ გრძელდება,რაც სტუდენტების საინტერესო მოძრაობას გამოიწვევს საქართველოდან ესპანეთში და პირიქით,ესპანეთიდან საქართველოში.
ამ შეთანხმების საფუძველზე ესპანელი და ქართველი სტუდენტები პრაქტიკებს გაივლიან ორივე ქვეყნის კომპანიებთან,რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს,უკეთ გაეცნონ ორივე ქვეყნის ეკონომიკური რეალობას.

Deja un comentario

Tu dirección de correo electrónico no será publicada. Los campos obligatorios están marcados con *